Monday, April 26, 2010

''გარეჯი''






















საგარეჯოს #3 საჯკარო სკოლის მასწავლებელი ნანა ბეჟიტაშვილი და 11 კლასის მოსწავლეები წარმოგიდგენთ ინტეგრირებულ ღია გაკვეთილს ''გარეჯი''







დავითგარეჯა — ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის კლდოვან მთებში. სამონასტრო კომლექსის მცირე ნაწილი (ბერთუბანი, ჩიჩხიტური) აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს.



კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით.დავითის ლავრა გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო. დროთა ვითარებაში მას განშტოებები შეემატა. გარკვეულ პერიოდში მონასტერთა რიცხვმა თორმეტსაც მიაღწია. ამ ხანიდან უნდა იყოს შემორჩენილი სახელწოდება "გარეჯის ათორმეტნი მონასტერნი"





შემდეგში თანდათან ჩამოყალიბდა შორი-შორს მდებარე გამოქვაბულ მონასტერთა კომპლექსების ქსელი: წამებული, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თერთრსენაკები, დოდოს რქა, უდაბნო, აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, მღვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, ვერანგარეჯა, პირუკუღმარი, პატარა ქვაბები. დავითგარეჯის მონასტერთა საქმიანობა თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ქართველი ხალხის როგორც რელიგიურ, ისე საერთოდ კულტურულ ცხოვრებაში.




XII საუკუნის დასაწყისში დავით IV აღმაშენებელმა დავითგარეჯის მონასტრები სამეფო საკუთრებად აქცია,ხელს უწყობდა მათ დაწინაურებას. მონასტრები გათავისუფლებული იყო სახელმწიფო გადასახადებისაგან. 1265 მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით დაარბია და მოაოხრა დავითგარეჯა და მისი მიდამოები.XIV საუკუნის I ნახევარში, გიორგი V ბრწყინვალის მეფობაში, დავითგარეჯა მძლავრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად იქცა. მონასტერთა მესვეურნი მონაწილეობდნენ სამეფო დარბაზის მუშაობაში და ქვეყნის საეკლესიო საქმეთა მართვაში.





XIV საუკუნის ბოლოს თემურლენგის მრავალგზის ლაშქრობების დროს, სამონასტრო ცხოვრება მოიშალა. 1424 ალექსანდრე I-მა დიდმა დავითგარეჯა მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ეკლესიას შესწირა. 1616-1617 სპარსელთა ლაშქარმა დაარბია, მონასტრები გაუქმდა. 1639 თეიმურაზ I-მა აღადგინა აქ სამონასტრო ცხოვრება XVIII საუკუნეში დავითგარეჯა კვლავ მეფის ხელდებული გახდა. მას ეკუთვნოდა ვრცელი მამულები და სოფლები, იქ მოსახლე გლეხები სამონასტრო ყმებად ითვლებოდნენ. დავითგარეჯის მონასტრებმა XIX საუკუნის დასასრულამდე იარსება.დავითგარეჯის სამონასტრო მშენებლობამ თავის მწვერვალს საქართველოს საერთო ეროვნულ და კულტურულ-პოლიტიკური აღმავლობის დროს, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მიაღწია.




დავითგარეჯში გამომუშავდა სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის საკუთარი წესი, ფრესკული მხატვრობის საკუთარი სკოლა. დავითგარეჯის მხატვრობაამ პერიოდის დავითგარეჯის მონასტრების სახე მკვეთრად განსხვავდება ადრინდელი პერიოდის მონასტრებისაგან. მთავარ ეკლესიებსა და სატრაპეზოებში ადრინდელი უბრალოებისა და უშუალობის ნაცვლად თავი იჩინა დიდებულებამ, გრანდიოზულობამ, ინტერესმა ფართო, თავისუფალი სივრცისადმი. შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიერებდა მთავარი ეკლესიებისა და საერთო სატრაპეზოების კედლების მოხატულობა. დავითგარეჯის მხატვრობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქტიტორთა მრავალრიცხოვანი გამოსახულებები, საქართველოს მეფეთა პორტრეტები (თამარ მეფე და მისი ძე გიორგი IV ლაშა - ბერთუბნის ეკლესია, ამჟამად — ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი; მეფე დემეტრე II თავდადებული — უდაბნოს მონასტრის ხარების ეკლესიის მოხატულობა).




აღსანიშნავია ბერთუბნის სატრაპეზოს მოხატულობა, რომელიც საზეიმო და დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. უდაბნოს მთავარ ეკლესიაში გამოსახულია სცენები დავით გარეჯელის ცხოვრებიდან ასევე საინტერესოა უდაბნოს მონასტრის ამაღლების ეკლესიის აფსიდის მოხატულობაც, რომელიც გამოირჩევა მეტყველი სახეებით და დინამიკურობით. დავითგარეჯა. უდაბნო. კედლის მხატვრობაგვიანდელ ფეოდალურ ხანაში ცალკეული სამონასტრო კომპლექსები ურთიერთშორის დაკავშირებული იყო საგუშაგო და სასიგნალო კოშკებით, რომლებმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. საინტერესოა ბოლო საუკუნეების (XVII, განსაკუთრებით XVIII საუკუნე) ცალკეული გამოქვაბულები, რომლებიც გაჯის ნაძერწი მორთულობითაა გაფორმებული.



დავითგარეჯა კულტურისა და განათლების მძლავრი კერა იყო. სხვადასხვა დროს დავითგარეჯის მონასტრებში მოღვაწეობდნენ ონოფრე გარეჯელი (XII ს.), დემეტრე I, ონოფრე მაჭუტაძე (XVII-XVIII საუკუნეების მიჯნა), სულხან-საბა ორბელიანი, ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (XVIII ს), გაბრიელ საგინაშვილი (XVIII ს), გრიგოლ დოდორქელი, ანტონ I, ტიმოთე გაბაშვილი, გაბრიელ მცირე და სხვა. გარეჯელი მოღვაწეები ეწეოდნენ ხელნაწერებს, ადგენდნენ კრებულებს, დახმარებას უწევდნენ კულტურის სხვა კერებს. დავითგარეჯში დაცული იყო ხელნაწერთა მდიდარი ფონდი. დავითგარეჯას მონასტერთა კომპლექსი.





1.დავითის ლავრაპირველი მონასტერი რომელიც ღირსმა მამამ დავით გარეჯელმა დააარსა VI საუკუნის I ნახევარში.

2.დოდოს რქა

3.ნათლისმცემელი

4.ბერთუბანი

5.უდაბნო

6.ვერანგარეჯა

7.წამებული

8.ჩიჩხიტური

9.თერთრსენაკები

10.მრავალწყარო

11.საბერები

12.პირუკუღმართი

13.ქოლაგირი

14.დიდი ქვაბები

15.პატარა ქვაბები

16.სათორგე



''დავით გარეჯა''

გადმოცემით დავით გარეჯელი იყო ერთი იმ ათცამეტ მამათგანი,რომელებიც ვჳ საუკუნეში მოვიდნენ სირიიდან საქართველოში ქრისტიანობის განსამტკიცებლად. ამბობენ ეს მამანი ქართველები იყვნენ და სირიაში სასწავლებლად იყვნენ გაგზავნილები,ზოგი კი კაბადოკიელებად სთვლით.

სირიიდა დაბრუნებული დავითი ჯერ მცხეთაში მივიდა,შემდეგ ზედაზენში იყო იოანე ზედაზნელთა და ბოლოს დასახლდა თბილიში მამა-დავითის მთაზე.

დავითი მეტად განატლებული და რწმენაში განმტკიცებული ადამიანი ყოფილა..
ძველიო ზღაპრული გადმოცემით მტრებმა სხავ რომ ვერაფერი მოუხერხეს ცილი დასწამეს,მოისყიდეს ერთი ფეხმძიმე ქალი და ათქმევინეს მისი შვილის მამა იყო.

ნნაწყენმა დავითმა ქალთან შეხვედრა მოითხოვა,ქალს მუცელზე კვერთხი მიადო და ბავშვს კითხა `ყრმაო მე ვარ მამაშენიო?~ ბავშმა მუცლიდა უპასუხა `არაო~ მაშინ დავითმა ხელები არაპყრო და წარმოსთქვა ~რახან ეგრეა,დაე ამ დედაკაცმა ქვა შვასო~, დედაკაცმა იქვე ქვა შვა.იმ ადგილს სადაც ეს ამბავი მოხდა ქვაშვეთი დაერქვა,შემდეგ იქ აშენდა ეკლისია ქაშუეთი

ამის შემდეგ დავითმა თავი დაანება თბილის და `გარე სჯა~ მიუსაჯა თავის თავს, რის გამოც მას დაერქვა ~დავით გარეჯა~

დავითი გარეჯის მთის ბუნებრივ გამოქვაბულში დასახლდა ლუკიანესთან ერთად და აქ შექმნა პირველი მონასტერი,რომელსაც დღეს დავითის ლავრა ეწოდება.ეჭვგარეშეა რომ ეს მონასტერი აგებულია თავის დროისთვის სტარტეგიულად ძალიან მოხერხებულ ადგილას.იმ არემარეში მას ყველაზე მაღალი მთა უჭირავს,თბილისის გზების შემოსავალ კარებს ჰკეტავს.იგი მიუვალი სიმაგრე უნდა ყოფილიყო.მთავარი გამოქვაბულები ყარაიის ტბასა და მინდორს გადასცქერიან.სამხრეთ მიმავალი მტერი მათ შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ.აქედან გაყოლებული მთელი რიგი კოშკებიც და საყარაულოს ნანგრევები გვეუბნევიან,რომ ცეცხლის ან სხვა ნიშნების შემწეობით ადვილი იყო მტრის მოახლოების შესახებ ცნობების გადაცემა
დავით გარეჯის მონასტერი იმ დროისათვის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი იყო საქართველოში.აკადემია სადაც განათლება მიიღო ბევრმა ჩვენმა მეცნიერმა და მწერალმა.

ოდესღაც აქ მრავალი ბერი ყოფილა .1617 წელს შა-აბასის შემოსევების დროს,აღდგომა ღამეს,როდესაც შემოსილი ბერები ანთებული კელაპტრებით ხელში ლიტონიას ასრულებდნენ ეკლესიის გარშემო,მათ დასცემიან სპარსელები.ბერებს პროცესია არ შეუჩერებიათ და ყველა მათგანი მტრის მახვილს განუგმირავს.სპარსელები შემდეგ მოსდებიან გამოქვაბულებს და იქაც ამოუხოცავთ ბერები.ამბობენ იმ ღამეს 6000 ბერი მოჰკლესო.

მეფე თეიმურაზ ჳ-ს მათი ძვლები მოუგროვებია ერთ ეკლესიაში,რომელსაც მათ პატივსაცემად `მოწამეთი~ დაარქვეს.

1851 და 1857 წლებში მონასტერი დაურბევიათ ლეკებს.მრავალი ბერი ამოუხოციათ და მრავალი ტყვედ წაუყვანიათ.გადარჩენილა მხოლოდ ორი მწირი ალექსი ყანდარელი და ჭუკა დამღაშვილი
დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთ მონასტერი მდებარეობს კახეთში საგარეჯოდან 40-იოდე კმ. მანძილზე სამხრეთ დასავლეთით უდაბნოში.იგი გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კილომეტრის მანძილზე და დღესაც ანცვიფრებს მნახველებს სამშე`გარეჯის მთასა არის მონასტერნი მრავალნი,კლდესა შინა გამოქვაბულნი, სენაკნი, ტრაპეზნი, პალატნი. . . ვიდრე მწარე წყლამდე.~ნებლო ხელოვნებისა და ფერწერის მაღალი მხატვრული დონით
დავით გარეჯის გარეშემო2-3 კმ.მანძილძე მრავალი გამოქვაბულია.

ძველი ცნობებით 5000-ზე მეტრ გამოქვაბულსდ აღრიცხავენ. არქიტექტორის გამოკვლევით დახელოვნებული მჭრელი ამ კლდეში გამოქვაბავდა 437 კუბ.საჟენს 140 დღეში. ამ ანგარიშით თითო კუბური მეტრის გამოქვაბვას უნდა 5-6 დღე. თუ გავითვალისწინებთ რომ აქ 50000 გამოქვაბულია მათ გაკეთებას მოუნდებოდა 275 ათასი დზღე ანუ 750 წელი

დავით გარეჯის მთავარი შენობა და გამოქვაბულები მიყრდნობია იმ არემარეში ყველაზე მარალი მთის ჩრდ-აღმოს ფერდობს და უჭირავს პატარა და ღრმა ღელეს ზემონაწილი.ეს ღელე ერთვის დოდოს ხეობას,ამ ღელეს დაჰყურებს ძალიან ფართო,მაღალი,სწორე და ციცაბო სალი კლდე,რომელიც სახლის დაქანებულ სახურავს მოგაგონებთ,გეგონებათ ხელოვნურად გაკეთებულიაო.ამ კლდეში არის უძველეს დროში ამოჭრილი სახურავები და მთელი ფართობი დასერილია ხელოვნური ღარებით,იმგვარად რომწვიმის წყალი უთუოდ წავაამ ვებერთელა ქვევრში,რომელიც გაუმართავთ წყლის შესანახად

რადგანაც აქ ბუნებას აქ წყალი არ გაუჩენია.
`არა არს აქა წყალი, არამედ იპყრობენ კლდის ჭათა შინა და სმენ მას.~ ეს ქვევრი იმდენად დიდია,როგორც ამბობენ ათეულ ათასობით დეკალიტრ წყალს იტევს. ისინი მრავლად არიან მონასტერში.
სანამ მონასტერში შეხვალთ, მარჯვენა მხარეზე სდგას დიდი კლდე-

სანამ მონასტერში შეხვალთ,მარჯვენა მხარეს სდგას დიდი კლდე-ქვითკირის შენობა.მონასტერი შეზღუდულია ბუნებრივი სიმაგრით და მხოლოდ წინ,სადაც ბუნების მასალა დაჰკლებიათ,აგურითა და კლდით აუშენებიათ კედელი.მას ორი შესასვლელი აქვს. ჳ შესასვლე

No comments:

Post a Comment