ჩემი მშობლიური ქალაქი
საქართველოს ყველა კუთხე ლამაზია, მაგრამ თავისებურიმაინც გამოირჩევა კახეთის ერთ-ერთი ულამაზესი რაიონი საგარეჯო.
თბილისიდან კახეთისაკენ მიმავალმა მგზავრმა აუცილებლად ქალაქ საგარეჯოში უნდა გაიაროს.
ქ. საგარეჯო მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, გარე-კახეთში, თბილისიდან აღმოსავლეთით. იგი შედის კახეთის რაიონის შემადგენლობაში. მისი ფართობი 1361 კვ.კმ-ია. რაიონს ჩრდილოეთით ესაზღვრება თიანეთი, ახმეტა და თელავის რაიონი. აღმოსავლეთით გურჯაანის რაიონი. სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სიღნაღის რაიონი, დასავლეთით გარდაბნის, ჩრ.დასავლეთიდან კი მცხეთის რაიონი, საგარეჯო სამხრეთ ნაწილი ისაზღვრება აზერბაიჯანის და სომხეთის ტერიტორიით. ქ. საგარეჯოს რელიეფი გორაკ-ბორცვიანია, მისი ჩრდილო ნაწილი ცივ-გომბორის ქედის სამხრეთ ფერდობს უჭირავს, ხოლო დანარჩენი ტერიტორია ივრის ანუ გარეჯ-შირაქის ზეგანს უკავია, რომელიც გადაშლილია მდ. იორის ორივე მხარეზე. გარეჯ-შირაქის ზეგანი წარმოადგენს დაბალ სერებს, ხევებს, ზოგან ვაკე ზედაპირს, რაიონის სიმაღლე ზღვის დონიდან 700-800 მ-ია. საშუალოდ ქალაქის მეტეოროლოგიური სადგური მდებარეობს ზღვის დონიდან 505 მ. სიმაღლეზე. ცივ-გომბორის ქედი საგარეჯოს ფარგლებში გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ქედის ეს ნაწილი აგებულია კონგლომერატებით, თიხებითა და ქვიშებით. ზეგანის ჩრდილო ნაწილში სჭარბობს კონგლომერატები და თიხები, სამხრეთით თიხები და ქვიშები. ივრის ხეობის თვალთხევისა და სხვა ხეობების გასწვრივ სჭარბობს ალუვიური ნიადაგები. ცივ-გომბორის ქედის მწვერვალები _ ცივი და სათიბე, საგარეჯოს ფარგლებშია. ცივის სიმაღლეა ზღვის დონიდან 1991 მ. ქედის სამხრეთ ფერდობში ვიწროა და მცირედ დანაწევრებული. იგი თანდათანობით დაბლდება და გორაკ-ბორცვებითა და სერებით უერთდება ივრის ზეგანს.
საკმაოდ რთულია ქ. საგარეჯოს გეოლოგიური აგებულება. საქართველოში წარმოდგენილი რამოდენიმე განსხვავებული ტექტონიკური ერთეულებიდან საგარეჯოს ფარგლებშია საქართველოს ბელტის ნაწილი გარეჯ-შირაქისს ზეგანი. ცივ-გომბორის ქედი რთული ტექტონიკური ერთეულია. იგი ჩრდილოეთით გამოიყოფა რღვევით კავკასიური ანტიკლინური უბნისაგან, ხოლო სამხრეთით _ საქართველოს ბელტისაგან. საქართველოს ბელტი აღმოსავლეთით გარე კახეთის ზეგნით მთავრდება, შემდეგ ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გრძელდება. მასზე უთანხმოდ წვანან მეზოზოური ერის იურული, ცარცული და უფრო ახალგაზრდა მესამეული ნალექები, კონგლომერანტები. ქვიშა-ქვები, კირქვები და სხვა. ამ ქანებს შორის ყველაზე ფართო გავრცელებით სარგებლობს მესამეული ასაკის ნალექები.
საგარეჯოს ჰავა მშრალი კონტონეინტურია. უფრო მეტი სიმშრალე სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილისთვისაა დამახასიათებელი. ზაფხული ცხელი და მშრალია. ივლისის საშუალო ტემპერატურა 21,80-ია. მრავალწლოვანი მონაცემებით ზაფხულის მაქსიმალური ტემპერატურა 370-ია.
ზამთარი ზომიერად ცივი და მშრალია. იანვრის თვის საშუალო ტემპერატურა 0,40-ია, მინიმალური ტემპერატურა _ 180. სიმაღლის მატებასთან ერთად ტემპერატურა ეცემა, ხოლო ნალექების რაოდენობა ცივ-გომბორის ქედზე მატულობს. რაიონის საშუალო წლიური ტემპერატურა 11,50-ია, ხოლო ამპლიტუდა 21,80_0,40=21,40.
ნალექების უდიდესი რაოდენობა მაისსა და ივნისის პირველ ნახევარში მოდის, ნალექები უმთავრესად გაბატონებულია ჩრდილო-დასავლეთის მთა-ხეობათა ტიპის ქარები.
საგარეჯოს მდინარეთა ქსელით ღარიბია, რაც გამომდინარეობს ჰავის პირობებიდან. იგი განპირობებულია ჰავის სიმშრალით. შიდა წყლებით განსაკუთრებით ღარიბია რაიონის სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი.
მდინარეთა უმეტესობა მშრალი ხეობებია, საგარეჯოს ყველაზე დიდი მდინარეა იორი, რომელიც მოედინება ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. მას შენაკადები უმთავრესად მარცხენა მხრიდან ერთვის, რომლებიც იწყებიან ცივ-გომბორის ქედზე. ესენია თვალთხევი, მანავისხევი, წიფლისხევი, გიორგიწმინდის ხევი, ჩაილურის ხევი და სხვა. მისი მარჯვენა შენაკადები იშვიათია და მშრალი ხევებით არის წარმოდგენილი. მდინარე იორი იწყება ბორბალოს მთასთან და რაიონის ფარგლებში 36 კმ. მანძილზე მიედინება. მისი სიგრძე 347 კმ-ია. იორის წყლის რეჟიმი მერყევია. გაზაფხულსა და ზაფხულის პირველ თვეს დიდდება, რადგან ამ დროს მთაში თოვლი დნება და თავსხმა წვიმებიც ბევრია.მისი მარცხენა შენაკადები _ თვალთხევი, პატარძეულის ხევი, წიფლისხევი, ჩაილურის ხევი, მანავის ხევი, ანთოკის ხევი, თოხლიაურის ხევი და სხვა უმთავრესად მშრალ ხევებს წარმოადგენენ და ახასიათებთ წყალმოვარდნა თავსხა წვიმების დროს. ისინი ხშირ შემთხვევაში საშიშნიც ხდებიან, მოსახლეობას ზიანს აყენებენ.
საგარეჯოში არსებული დიდი გვალვიანობის გამო მხოლოდ მწარე და მლაშე ტბები გვხვდება. მათი სიდიდე უმნიშვნელოა. ასეთია ტბა გარეჯულა, კაპანაძე, სახარე, ქაჩალი, ჯიქურები და სხვა.
ჰავის სიმშრალემ და რელიეფის ხასიათმა დიდი ზეგავლენა მოახდინა საგარეჯოს რაიონის ნიადაგსაფარის წარმოშობაზე, იგი მრავალფეროვანია, მასში ჭარბობს წაბლა, მძიმე და საშუალო თიხნარები, გეგნის მშრალ ველებზე გავრცელებულია წაბლა და რუხი ნიადაგებ იორის მარჯვენა მხარეზე ალაგ-ალაგ შავმიწა ნიადაგებია. მდინარეთა ხეობების გასწვრივ გვხვდება ალევიური ნიადაგები. საგარეჯოს რაიონში გვხვდება აგრეთვე დამლაშებული ნიადაგები.
საგარეჯოს ნიადაგსაფარზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს ქარი, რაც ხშირი მოვლენაა.საგარეჯოს რელიეფმა, კლიმატურმა პირობებმა და ნიადგსაფარმა განსაზღვრეს მცენარეული საფარისა და ცხოველთა სამყაროს ხასიათი. ზეგანზე უფრო მეტად ველის მცენარეულობა გვხვდება _ ჯაგ-ეკლიანი ველები, რომლებიც წარმოიშვა პირველადი ტყის გაჩეხვის შედეგად. ასეთია ძეხვი, კუნელი, შინდი, თრიმლი, მაჟალო, პანტა და სხვა. ივრის ზეგანზე გვხვდება აგრეთვე მლაშობისა და უდაბნოს მცენარეები _ ჭანგა, აბზინდა, ვაციწვერა, მცირე ფართობზე არის აგრეთვე ერთიანი ველები.
მცენარეული საფარით უფრო მცირეა ცივ-გომბორის ქედი, აქ 1800 მ. სიმაღლემდე გვხვდება ფართოფოთლოვანი და შერეული ტყეები, სულაც სჭარბობს წიფელი, რცხილა, მუხა, ცაცხვი, მურყანი. ქვეტყე წარმოდგენილია შინდის, კუნლის, ზღმარტლის შემადგენლობით, წიწვიანებიდან ნაძვით და ფიჭვით. უფრო მაღლა ნაირბალახოვნები და მცირებალახოვნები, რომელიც ქმნის გამეჩხერებულ ტყეებთან ერთად სუბალპურ ზონას. ისინი საზაფხულო საძოვრებია.
ქ. საგარეჯოში გავრცელებულია ტყის და ველის ზონის ცხოველთა სამყარო. ტყის ზონის ცხოველებიდან დამახასიათებელია შველი, ირემი. მტაცებლებიდან _ მგელი, მელა, დათვი. ფრინველებიდან _ შაშვი, კოდალა, ჩხლართვი, გუგული, გარეული ქათამი, კლდის თავზე სვავი.ველის ზონის ცხოველებიდან საგარეჯოს ფარგლებში ტიპიურია ველის მელა და მგელი. ლერწმის კატა, ზღარბი, თხუნელა, მიწის კურდღელი, მინდვრის თაგვი, ზაზუნა. ფრინველებიდან დამახასიათებელია ველის ბეღურა, წივწივა, დურაჯი, მწყერი, გნოლი, მტაცებელი ფრინველებიდან ველის არწივი. ამ ზონაში ხშირია გველები, ხვლიკები, მახრჩობელა წყლის ანკარა, ხმელეთის კუ, ჯოჯო და სხვა. ბუნების დაცვის თვალსაზრისით რაიონში არის ყორუღის ნაკრძალი. მის შემადგენლობაში შედის მიწები, რომელთა სიგრძე 27 კმ-ია, სიგანე 61 კმ-ია. ნაკრძალის მთავარ მცენარეებად ითვლება მუხა, ალვის ხე, თუთა, ბერძნული კედარი და სხვა.
ცხოველებიდან გავრცელებულია მგელი, ტურა, მელა, გარეული კატა, დათვი, გარეული ღორი, ზღარბი, კურდღელი. მეურნეობის პირობებს კარგად არის შეგუებული ხოხობი, დურაჯი, ყვავი, ტოროლა, წიწკანა, ჩხიკვი, კაჭკაჭი.
ჩვენგან ამიერკავკასიური ხოხობი გაავრცელეს საბერძნეთში, ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელის დროს, შემდგომ კი ევროპის სხვა ქვეყნებში.
ცხოველთა სახელწოდებებთან არის დაკავშირებული მრავალი ადგილი, როგორიცაა ~მელიის წყარო~, ~აქლემის გორა~, ~საკამეჩო~, და სხვა.
ი. იორმუღალნოს ზეგანზე და მდინარე.
ქ. საგარეჯო ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. თუმცა მდიდარია კირქვებით, რომლებიც სამშენებლოდ გამოიყენება. ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს ტყის მასალითაც.
ქ. საგარეჯოს სამხრეთით არსებობს ტერიტორია (ბოგდანოვკა), სადაც ხხს-ის დასაწყისში მუშაობდა გაჯის ქარხანა. საგარეჯოში არსებული დიდი გვალვიანობის გამო მხოლოდ მწარე და მლაშე ტბები გვხვდება მათი სიდიდე უმნიშვნელოა. სოფელ უჯარმის მისადგომებთან და ტბა ჩაჯანთან ხდებოდა გლაუბერის მარილის წარმოება ხჳხს-ში აზნაურ ბახმეტოვის მიერ. ბახმეტოვს ანდრია კაპანაძესთან ერთად დაუდგამს მარილის გადასამუშავებელი რკინის ქვაბები, მაგრამ უგზოობის გამო უჭირდათ თბილისში მარილის ჩატანა და შეწყვიტეს მისი წარმოება, ამიერიდან ზემოთ ხსენებულ ტბას კაპანაძის ტბა დაერქვა, რომელიც ქალაქ საგარეჯოდან სამხრეთით მდებარეობს 20-25 კილომეტრ მანძილზე. ასევე უჯარმა ცნობილია თავისი მინერალური წყლით, რომელიც ძვალსახსროვანი და რევმატიული დაავადებისათვის გამოიყენება. ასევე აღსანიშნავია “გარეჯული ნავთობის სიკეთე”, რომლის საბადო და მოქმედი ჭაბურღილები სოფელ ნინოწმინდაშია. ნინოწმინდის ნავთობის ერთობლივი კომპანიის დამფუძნებლები არიან კანადური კომპანია “კანარგო” და ინგლისური “ჯეი-კეი”. 1996 წლიდან აქ გაიშალა სამუშაო ფრონტი და მაშინ ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 30 ტონას შეადგენდა. მას შემდეგ კი რაც აქ კაპიტალური შეკეთების სამუშაოები განხორციელდა, მოპოვება 320 ტონამდე გაიზარდა, სადაც მრავალი ადგილობრივი მკვიდრი დასაქმდა. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობ კომპანია შეძლებისდაგვარად ნაწილობრივ გამოასწორა რაიონის სოციალური მდგომარეობა, რაიონის მოსახლეობა დადგა ეკოლოგიური დაბინძურების წინაშე. 2003 წელს, ჭაბურღილმა დაზიანების გამო მოსახლეობას უდიდესი ზიანი მიაყენა. ამოხეთქილმა ნავთობმა და მჭვარტლმა გაანადგურა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნათესი, დაბინძურდა ჰაერი, ეს გამოიხატა მრავალი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. რაიონში საფრთხის თავიდან ასაცილებლად მრავალი ღონისძიების გატარებაა საჭირო.
ქ. საგარეჯო ცნობილია თავისი ფოლკლორული მასალებით. წლების განმავლობაში დიდი რაოდენობით აგროვებდნენ ეთნოგრაფიულ-ფოლკლორულ მასალებს იოსებ და ვანო მჭედლიშვილები, რომლებიც სანდო წყაროა და რომელთაც უხვად იყენებდა აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი, “საქართველოს ეკონომიკური ისტორიის” და ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითზების დაწერის დროს. ი. მჭედლიშვილის ბევრ ლექსს მღერის ჩვენი ხალხი. ხალხური სიმღერა “ურმული” ტექსტი მას ეკუთვნის. საკმარისია იმის თქმაც, რომ მან პირველმა 1927 წელს კახელი გლეხებისაგან შეადგინა მომღერალთა გუნდი, რომელშიც შედიოდნენ განთქმული მომღერლები. გუნდმა ბევრი ხალხური სიმღერა გააცოცხლა, რომელიც უკვე მივიწყებული იყო და რომელშიც მოჩანდა უზარმაზარი გენია ქართველი ხალხისა მისი კულტურა, მრავალსაუკუნეთა განმავლობაში გულით ნატარი ტანჯვაც და სიხარულიც, კვნესაც და სიცილიც. დღეს ქალაქ საგარეჯოში უხუცესებისაგან შემდეგ ლექსებს მოვისმენთ “გაღმიდან კაცი ყვირის”, “ყეენის ლექსი”, “მუხრან ბატონის ყმობითა”, “ცოლის ამბავი”, “რკინასა გასჭრის რკინავე” და სხვა. ეს ტრადიცია გააგრძელა მამია ბაქრაძის ანსამბლმა მამაკაცთა გუნდმა ჩაკრულო, რომელიც ჩამოყალიბდა 1985 წელს. დღიდან დაარსებისა ანსამბლი “ჩაკრულო” მრავალგზის მონაწილეა რაიონულ თუ რესპუბლიკური მასშტაბის ფესტივალებისა. ასევე ტრადიციას აგრძელებს ხანდაზმულ-მოხუცთა ფოლკლორული ანსამბლი “ბერიკაცები”, რომელსაც ხელმძღვანელობს ნიკო გიგოშვილი. ასევე აღსანიშნავია ქალთა ვოკალური ანსამბლი “ჩინარი”, რომელსაც ხელმძღვანელობს ღირსების ორდენის კავალერი ქალბატონი ნელი გულიკაშვილი. 1996 წელს ანსამბლს “სახალხო ანსამბლის” წოდება მიენიჭა. 1999 წელს კი საფრანგეთში გამოიცა ოცი საუკეთესო “იავნანა”, სადაც ჩინარის იავნანამ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა.
ქ. საგარეჯოს ყავს ცნობილი პიროვნება გივი ყანდარელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რომელიც ითვლება საქართველოში გობელინების სწავლების დამფუძნებლად., ინდონეზიაში, იტალიაში, კანადაში, ბელგიაში, ამერიკაში. დღეს ქ. საგარეჯოს მთის სოფლებში მისდევენ ნაბდების და ქუდების რეწვას.
ქ. საგარეჯოში მე-20 საუკუნის დასაწყისში მზადდებოდა კერამიკული ნაწარმი.
საგარეჯოს რაიონს მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლები აქვს, როგორებიცაა:
,,თვალთავის წმინდა გიორგი'', ,,პეტრე-პავლეს ეკლესია'', ,,ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია'', ,დოდოს ეკლესია'' “წმ მარინე” “ლაშარის ჯვარი” “კვირაცხოველი”
“პეტრე-პავლეს ეკლესია”აიაროს. ეს ჩემი მშობლიური ქალაქია, სიყვარულით “კახეთის კარიბჭე“ ბევრის მომსწრე და მრავლის მნახველი.
ალბათ, როგორც ყველას, მეც ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი. ააქ დავიბადე, აქ გავიზარდე, ვცხოვრობ და ვსწავლობ, აქ ცხოვრობენ ჩემი ახლობლები და მეგობრები, აქ ყველაფერი სიყვარულით სუნთქავს.ბუნებრივია, ვინც გიყვარს, მის შესახებ გინდა რომ ყველაფერი იცოდე. სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს თემა; გადავწყვიტე, რომ უკეთესად გავცნობოდი და ჩავღრმავებოდი ჩემი ქალაქის ისტორიას, კულტურულ-ისტორიულ ძეგლებს და თქვენთვისაც გამეცნო ჩემი საყვარელი მხარე.. იქნებ ჩემს მიერ შეგროვილი მასალა კეთილ თესლად ჩავარდეს მომავლის ხნულში.
საგარეჯოს რაიონი თავისი ისტორიული ძეგლებით, ეკლესია მონასტრებით, ციხე-სიმაგრეებით და სხვა მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით ერთ-ერთი უმდიდრესი და უძველესია მთელ საქართველოში ციხე-ქალაქი უჯარმა, დავით გარეჯის მონასტერი, წმინდა ნინოს ტაძარი და სხვადასხვა ციხეები ნათლად მეტყველებენ ჩვენი რაიონის გმირულ ისტორიულ წარსულზე.
საქართველოს ისტორიის ცნობილ სახელმძღვანელოში ნათქვამია: “განსაკუთრებით საყურადღებო ისაა, რომ საქ-ში უცხოვრის ადამიანის მსგავსი მაიმუნის ერთ-ერთ სახეს. მისი ყბის ძვლის ნაწილი ორი კბილითურთ აღმოაჩინეს საგარეჯოს რ-ნში ეს აღმოჩენა იმას მოასწავებს, რომ საქართველო და საერთოდ კავკასია, ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, სადაც მაიმუნის გაადამიანების პროცესი მიმდინარეობდა” ამ აღმოჩენის ადგილი დავით გარეჯის მონასტრის მიდამოებია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საგარეჯოს რ-ნს მეტად გრძელი ისტორიული წარსული აქვს.
ჩვენი ქალაქის სახელწოდება “საგარეჯოს” წარმოშობა დაკავშირებულია დავით გარეჯის მონასტერთან, ადრე კი იგი “თვალად” იწოდებოდა. “თუალად” ითქმის წყაროთა გამოსადინებელი განმარტავს სულხან საბა ორბელიანი. საგარეჯო ოდითგანვე განთქმული ყოფილა ცივი წყაროებით და “თვალიც” ამიტომ უწოდეს.
დიდი ხნის წინათ, ვჳ ს-ში საქართველოს მოევლინა 13 სასულიერო პირი ე.წ “ასურელი მამები”, რომლებმაც ხელი მოკიდეს ეკლესია-მონასტრების მშენებლობას. ერთ-ერთი წმინდა მამათაგანს დავიტს გარე-კახეთის უდაბნოში დაუდვია ბინა. გადმოცემის თანახმად, იგი გარდებია “ამბოხთა და შფოთთა სოფლისათა” და მის გარეთ გარეთ დამჯდარა. სახელწოდებანი “გარეჯი” და საგარეჯო აქედანაა წარმომდგარი. (გარე მჯდომი)
ახლანდელი საგარეჯოს რაიონი ისტორიულად ყოველთვის კახეთის პოლიტიკურ ერთეულთან იყო დაკავშირებული და გარე-კახეთად იწოდებოდა. როგორც ცნობილია, 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფო შეუერთდა რუსეთს და საბოლოოდ დაკარგა დამოუკიდებლობა. იგი დაიყო 5 (თბილისის, გორის, დუშეთის, თელავის და სიღნაღის) მაზრად.
1930 წელს გარე-კახეთი ცალკე ადმინისტრაციულ რაიონად გამოცხადდა რომლის ცენტრს საფ. საგარეჯო წარმოადგენდა.
1933წ. 27 ოქტომბერს გარე-კახეთის რაიონს ოფიციალურად ეწოდა საგარეჯოს რაიონი.
საგარეჯო – ქალაქი 1962 წლიდან აღმ.საქ-ში, რაიონული ცენტრი, მდებარეობს გომბორის ქედის სამხ.დას კალთის მთისწინეთში. მდ. თვალთხევის (ივრის მარცხენა შენაკადი) ნაპირას, თბილის-გურჯაანის საავტ. გზაზე ზ.დ 700მ. თბილისიდან 58კმ (რკინიგზით), რკ. სადგურიდან (საგარეჯო) 2კმ.
არის ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავა, იცის ცხელი ზაფხული და ნალექების ორი მინიმუმი წელიწადში ჰაერის საშ. წლიური ტემპერატურაა 11,00ჩ, იანვარი -0.10ჩ, ივლისი 220ჩ; აბსოლ. მინ -240ჩ, აბსოლ მაქს. 380ჩ, ნალექები 86088 წელიწადში
სახელწოდება მომდინარეობს დავით დარეჯის მონასტრის მამულის
_საგარეჯოს! – ზოგადი სახელისაგან.
მე ვფიქრობ, საინტერესოა ქალაქის სახელწოდებასთან დაკავშირებით ხალხში არსებული რამდენიმე მოსაზრება:
გადმოცემით საგარეჯოს თავდაპირველად რქმევია “თვალი”. რის მიხედვით დაერქვა ეს სახელი? არსებობს რამოდენიმე მოსაზრება:
1. რომ ყოფილა რითიმე შესანიშნავი – თვალსაჩინო;
2. სოფლის თავში, მაღლობზე არსებობს ძველი ეკლესია წმ.გიორგისა, რომელიც “თვალთავად” იწოდებოდა.
3. ამ სოფელსავე ჩამოუდის გვერდზე მთებიდან მომდინარე ნიაღვრისეული რიყე “თვალთხევად” წოდებული.
საგარეჯოს პირველად თვალი რქმევია, ამიტომაა რომ დღევანდელ რაიონულ ტელევიზიას “თვალი” ჰქვია.
იბადება კითხვა, საიდან წარმოიშვა საგარეჯოს სახელწოდება?! რომელმა რომელს მიაკუთვნა თავისი სახელი სოფელმა დავით გარეჯელს თუ პირიქით? ამ საკითხის გასარკვევად საჭიროა დადგინდეს: ადამიანზე გადადის ადგილმდებარეობის სახელი საკუთარ სახელად, თუ ადგილმდებარეობაზე გადადის სახელად – ადამიანის სახელი. მაგ: სა-გურამო, სა-თოხლიაურო, სა-გარეჯო. ე.ი. რაიონი დავით გარეჯის სახელს ატარებს.
საგარეჯო და მისი მეზობელი სოფლები საუკუნეთა მანძილზე მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ქართული კულტურის დიდ ცენტრთან _ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან, რომელიც მტრებისაგან მრავალგზის აოხრებული ხელმეორედ აღორძინდა მე-17 საუკუნის ბოლოსა და მე-18 საუკუნის ჳ მეოთხედში. ამ აღორძინებაში დიდი წვლილი მიუძღვით წინამძღვარ ონოფრე მაჭუტაძესა და იოანე ნათლისმცემლის მონასტერში ბერად აღკვეცილ სულხან-საბა ორბელიანს.
1712 წლით დათარიღებულ ონოფრეს ერთ გუჯარში ჩამოთვლილია მის მიერ ნამოღვაწარი საქმეები და მათ შორის საგარეჯოში ეკლესიის აშენებაც. “რადგანაც თვალზე ორი ზვარი და ორი მარანი დიდის გარჯით ნაშოვნი და აშენებული დამიგდია... და ნადარბაზევზე საყდარი ამიშენებია წმინდის პეტრეს და პავლეს სახელზე: ხატითა, ჯვარითა, წიგნებითა და შესამოსელებით გამიმაგრებია.” იმ დროს ონოფრე მაჭუტაძის მითითებით დავით გარეჯის ბიბლიოთეკის ფონდიდან წიგნები გამოუტანიათ, სათანადო სიით პეტრე-პავლეს ეკლესიისათვის გადაუციათ და ბიბლიოთეკის ფილიალი შეუქმნიათ. იქვე არსებულა სკოლა, სადაც წერა-კითხვას ასწავლიდნენ სოფლის ბავშვებს.
“წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, ისე როგორც აწმყო მომავლისა.”
ამ კუთხეს (საგარეჯო) გეოგაფიულად ივრის ხეობა ჰქვია, ისტორიულად “კუხეთი”.
საგარეჯოს უძველესი სახელწოდებაა “თვალი” ანუ “თუალი”, რაც მას თავისი ბუნებრივი სილამაზის გამო დარქმევია, და მართლაც საგარეჯო ოდითგანვე ულამაზეს დასახლებას წარმოადგენდა. ჩრდილოეთის მხრიდან ტყით დაბურული ხეობები და მთები, ხოლო სამხრეთით – ივრის ატეხილი ჭალა და აფერადებული, აზურმუხტებული მინდვრები, სათავიდან გამომდინარე ცივი, ანკარა წყაროები, მშვენიერი თბილი ჰავა ზღაპრულ შთაბეჭდილებას ახდენდა ძველთაგანვე მნახველებზე, ამავე დროს საგარეჯო და მისი ახლო-მახლო მიდამოები თავისი ისტორიული ძეგლებით, სამონასტრო ქვაბულებით, ეკლესიებით, მონასტრებით, ციხე-სიმაგრეებითა და სხვა მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით ერთ-ერთი უმდიდრესი და უძველესია საქართველოს ტერიტორიაზე. “თვალი” ხჳვ_ხვ საუკუნეებში ქართველ მეფეებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსისათვის შეუწირავთ, რის გამოც ხვჳჳ-ხვჳჳჳ ს-დან იწოდებოდა “თვალ-საგარეჯოდ” ანუ გარეჯის საკუთრება “თვალად”, შემდეგ თვალი სულ ჩამოსცილდა და მე-19 საუკუნის დამდეგიდან იწარმოება საგარეჯოდ.
ჩვენს კუთხეს უამრავი ცნობილი პიროვნება სწვევია თურმე. კახეთი ხომ მართლაც მნიშვნელოვანი კულტურისა და ისტორიის მქონე მხარეა.
ქალაქ საგარეჯოში ე.წ “სომხურ უბანში” მდებარეობს საკმაოდ დიდი ზომის ციხე-გალავანი. იგი არ არის ისე დანგრეული, რომ მისი სახის სრულყოფილად წარმოდგენა შეუძლებელი იყოს
ციხის შესახებ დოკუმენტურ-ისტორიულ წყაროებში არავითარი ცნობები არ არის შემონახული. თუ არ ჩავთვლით ახალ პერიოდში ზოგიერთი მეცნიერის ცნობას, აგრეთვე, თვით ციხის ჭიშკრის თაღის წარწერებიან ქვას, რომელიც ხჳხ საუკუნის 80-იან წლებამდე თავის ადგილას იდო, ხოლო შემდეგ ციხის ტერიტორიაზე მცხოვრებ ნიკოლოზ აფრიამოვს თავისი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე გამოუყენებია. სწორედ ეს გალავანია მოხსენებული ჩვენი აზრით, გიულდენშტედტის ჩვენს მიერ მოყვანილ ნაშრომში.
1886 წელს გაზეთ “ივერიაში” დაიწერა საგარეჯოს დაწყებით სკოლის მასწავლებლის, ა.ცხვედაძის მიერ, რომელსაც უნახავს ციხე გალავანი, რომელიც ჯერ კიდევ სამი მხრიდან მთელი ყოფილა. იგი წერდა: “სამი მხრიდან ციხე ისევ მთელის, მხოლოდ დასავლეთის მხარე ამ თხუთმეტ წელიწადში დაუქცევია თვალთხევს. ამ ციხეს ყველა კუთხეებში ბურჯები აქვს. ბურჯები აქვს ასევე კარებთანაც, სადაც საყარაულო და სათოფურები ჰქონია”
ასევე ალექსანდრე ცხვედაძეს მოუხერხებია ქვაზე არსებული წარწერის ამოკითხვა “...ეს ციხე მე...”, შემდეგ სიტყვა წაშლილია და სწერია “შიგ მყოფთ შენდობა მიბრძანეთ, სარგის... ქორონიკონსა უმვ...” ეს ქორონიკონი მე-4 მოქცევის უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ციხე აშენებული უნდა იყოს 1758 წელს.
ამ აღწერიდან დიდი დრო გავიდა, წაიშალა თითქმის ყველა წარწერა, ზოგიერთმა კედელმა და ბურჯის ფრაგმენტმა ნგრევა განიცადა რაც გადარჩა აქ მცხოვრებმა ხალხმა გამოიყენა თავისი საცხოვრებელი სახლებისა და სათავსოების საყრდენ კედლებად. რაც შეეხება წარწერიან ქვას იგი უკვალოდ გაქრა.
ციხე გალავნის გეგმა კვადრატს არის მიახლოვებული და მისი ფართობი ერთი ჰექტარი უნდა ყოფილიყო, ციხე-გალავნის შიგნით ეკლესიც ყოფილა, მაგრამ მისი კვალი წაშლილია.
1898 წელს კახეთში იმოგზაურა რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე ჳჳჳ-მ. მის ამალას თან ახლდა ა.დონდუკოვ-კორსკოვი და კახეთის თავად-აზნაურთა მარშალი გულბაათ ჭავჭავაძე. ცნობილია, რომ იმპერატორი სოფელ სართიჭალასთან საგარეჯოს მამასახლისს ზურაბ მაკანტალაშვილს შეხვდა”
დღევანდელ საგარეჯოში გარეთიანებული ყოფილა სამი სოფელი თვალი ანუ როგორც მათ დოკუმენტებში უწოდებენ “თვალნი” ამიტომ ამ პუნქტის სახელი დოკუმენტებში სხვადასხვა ფორმით გვხვდება: თვალი, თვალნი, თვალ-საგარეჯო. დღეს უკვე ვეღარ გაირჩევა საზღვრები ამ სამ სოფელს შორის, არც ადგილობრივმა მოსახლეობამ იცის რაიმე ამის შესახებ. მატერიალური კულტურის ძეგლების დიდი რაოდენობა (11 ეკლესია და 2 კოშკი) კარგად მოწმობს, რომ აქ რამდენიმე დიდი სოფელია გაერთიანებული. დღეს საგარეჯო ქალაქია, ადრე დაბა იყო, უფრო ადრე სოფელი.
სოფელი საგარეჯო იყოფოდა უბნებად: გაღმა უბანი, ფერდოს უბანი, ქვლივიძიაანთ უბანი, ქურხულიაანთ უბანი, გილაანთ უბანი, ესაიაანთ უბანი, დოდოს უბანი, კუჭუაანთ უბანი.
სოფელ საგარეჯოს მიჯნები იყო: დასავლეთით – ნინოწმინდის ხევი, აღმოსავლეთით – წიფლის ხევი, ჩრდილოეთით – საგრეჯოს ცივი, სამხრეთით ლაპრიანი.
ადრე გზატკეცილი საგარეჯოს ცენტრში გადიოდა, გვიან კი იგი სამხრეთ განაპირას გაიყვანეს.
სოფელ საგარეჯოს უმთავრესი გვარები იყო: ქვლივიძე (აზნ.), ქურდიანი (აზნ.), დარბაისელი (აზნ.), ჯაბადარი (აზნ.), ქურხული, გილაშვილი, ესაიაშვილი, მეზვრიშვილი, გოგიტაშვილი, ხებრელაშვილი, დავითელაშვილი, ანუაშვილი, გარსიაშვილი, ბუზარიაშვილი და სხვა...
სოფელ საგარეჯოს ტოპონიმიკაა: თვალთხევი, ქობხევი, თუშის წყალი, ჭალის წყალი, თვალთთავის ხევი, წიფლის ხევი, ტიკიაურის ხევი, შუა ხევი, საგარეჯოს ცივი, ქურდაანთ გორა, ქვლივიძის კლდე, კოდა, ჭინჭრიანი, საკამეჩო, პირუკუღმართი, ნაბაკრევი, ბებერ კლდე, სავენებელი მუხა, ვაკე ტყე, საბადური, შაშვის წყარო, წმინდა გრიგოლი (დანგრეული ეკლესია), წრუბელი, იელიან გუბე, საჯოგე, ლუწინი, სანახშირეები, ეფრემას ნაკაფი, ვანოს ნახნავები, შაშვის წყაროს თავი, ახოები, საფშველე, თეთრობიანი,სოფელ საგარეჯოს მეურნეობაში წამყვანი ადგილი ეჭირა მემინდვრეობას, ამასთან მისდევდნენ მესაქონლეობასაც. სოფელ საგარეჯოში იდგა 2 კოშკი (ქვლივიძიაანთ ციხე და ნაცვლიაანთ ციხე) და 11 ეკლესია: წმ. გიორგი, ღვთისმშობელი, წმ. მარინე, მთავარმოწამე, თვალთთავი, ლაშარის ჯვარი, წმ. მარინე, პეტრე-პავლე, წმ. დოდო, წმ. დავითი, კვირაცხოველი.
ორი კოშკიდან ერთი დანგრეულია, ნაცვლიაანთ ციხე.
ქვლივიძიაანთ ციხე წარმოადგენს სამსართულიან ცილინდრულ კოშკს, პირველი სართული მთლიანად ყრუ იყო შიგნითაც და გარეთაც, არც კარი, არც სარკმელი, არც თარჩა ან ბუხარი შიგნით। ყველაფერი ეს მეორე სართულზეა. შესასვლელი კარი ჰქონდა მეორე სართულზე ჩრდილო-დასავლეთი მხრიდან. პირველ და მეორე სართულებს შორის გადახურვა ხის კოჭებს ეყრდნობოდა. კოშკს ზედა ნაწილი აკლია, ჩამონგრეულია. შესასვლელ კარს შეისრული თაღი აქვს აგურით ამოყვანილი. მეორე და მესამე სართულებს შორის თაღიანი გადახურვაა. მეორე სართულიდან მესამეში ასასვლელი კიბე კედელშია დატანებული., მეორე სართულზე ბუხარია. სათოფურები ჰოველი მხრიდანაა მეორე და მესამე სართულზე. კოშკის დიამეთრია 4.5მ შიგნით, კედლის სიგრძე – 1.70მ. პირველი სართულის სამაღლეა _ 2.5მ მეორესი _ 1.85მ მესამე შერჩენილია 0.5მ-ზე , ბევრი აკლია ეს კოშკი აშკარად გვიან შუა საუკუნეებისაა.
1902 წელს გაზაფხულზე, მაისის თვეში ადიდდა თვალთხევი და ხალხი დააზარალა। ამავე დროს ზოგიერთი მათგანი უსახლკაროდ დარჩა। ეს უბედურება განაპირობა ტყის გაჩეხვამ। ამ ამბავმა ხალხის აჯანყება გამოიწვია। ისინი პროტესტს გამოთქვამდნენ მათ მიმართ, ვინც ტყე გაკაფა.~

დავით გარეჯის მონასტრებს სოფელ თვალზე ეკუთვნოდათ დიდძალი ყმა-მამულები, საიდანაც მონასტრის ბერები საზრდოობდნენ. ამიტომ მონასტრის წინამძღვრები ყოველნაირად ცდილობდნენ ზრუნვა არ მოეკლოთ თავისი მამულებისათვის და მრევლისათვის.
საუკუნეთა მიჯნაზე დავით-გარეჯის მონასტრებმა თავისი აღმავლობის უკანასკნელ ზენიტს მიაღწიეს, ამაში დიდი წვლილი ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანებს მიუძღვით. ერთ-ერთი ასეთი მათგანი იყო ონოფრე მაჭუტაძე (1690-1733).
ონოფრე მაჭუტაძე წარმოშობით გურული აზნაური იყო და ის ქართლში ჩამოჰყვა ბატონიშვილ ლევანის ცოლს, გურიელის ასულ თუთას მაყარს გურიიდან (ვახტანგ ვჳ იყო ლევანის ვაჟიშვილი). ამ დროს დავით-გარეჯის მონასტრები ლეკებისა და ყიზილბაშების შემოსევის გამო დანგრეული და გაპარტახებული იყო. როდესაც კახეთის მეფის უფლისწული ერეკლე ბატონიშვილი მოსკოვიდან ჩამოვიდა, ირანის შაჰს ეახლა, ფორმალურად მუსულმანობა მიიღო და ქართლ-კახეთის მეფედ დაინიშნა. სწორედ მისი რეკომენდაციით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აკურთხა დავით-გარეჯის მონასტრების წინამძღვრად ონოფრე მაჭუტაძე.
ხვჳჳჳ საუკუნის დასაწყისისათვის სოფელი ~თვალი~ საკმაოდ მომრავლებულ სოფელს წარმოადგენდა, მაგრამ ერთი წესიერი სალოცავი არ გააჩნდათ, ამიტომ ონოფრე მაჭუტაძემ მიზნად დაისახა საგარეჯოს ზვრების შემოსავლიდან მიღებული სახსრების ნაწილი მშვენიერი ეკლესიის მშენებლობისათვის მოეხმარებინა. იგი შეუთანხმდა მაშინდელი კახეთის გამგებლის დავით ჳჳ იმამყული-ხანს (1703-1722) (იგი ერეკლე ჳ ნაზარა ლიხანუს შვილი იყო) თვალზე ეკლესიის აშენების შესახებ, ადგილიც შესაფერისი აირჩია.
ამ ბორცვს ადგილობრივი მკვიდრნი ~ნადარბაზევს~ უწოდებდნენ, მის შესახებ ლეგენდაც კი არსებობს. აქ ოდესღაც თამარ მეფეს გადმოუხედია სოფელ თვალის თვალწარმტაც, ბაღ-ვენახებში ჩაფლულ მიდამოსათვის, აღტაცებაში მოსულა და მისი დავალებით ამ გორაკზე სასტუმრო-დარბაზი აუშენებიათ. ონოფრე მაჭუტაძეს მშენებლობის დაწყებამდე აქ უდაბნოს ნათლისმცემლის ეკლესიის გარეთა ფასადი უდრის დაახლოებით 200 კვ. მეტრს, შიგნითა ფართი _ 180 კვ. მეტრს.
ეკლესიას ორი შესასვლელი კარები აქვს _ დასავლეთიდან და სამხრეთიდან და ორი სარკმელი აქვს დატანებული _ ჩრდილო და სამხრეთ კედლებზე.
ეკლესიის გარეთა ფასადი მეტად საინტერესოა არქიტექტურული თვალსაზრისით და ნათელ წარმოდგენას გვაძლევს ხვჳჳ-ხვჳჳჳ ს.ს. მიჯნაზე არსებულ ქართულ ხუროთმოძღვრულ ხელოვნებაზე.
მონასტერში ბერად აღკვეცილი სულხან-საბა ორბელიანიც ჩამოუყვანია, რომელსაც დასტური მიუცია თავის წინამძღვრისათვის აქ ეკლესიის აშენების შესახებ, თანაც რჩევა მიუცია, ბარემ ისეთი ეკლესია ააშენე, რომ გარეჯის სკოლის და გარეჯის წიგნსაცავის ფილიალი მოეთავსებინათ აქ. ონოფრე მაჭუტაძეს ერთ თავის გუჯარში, რომელიც დათარიღებულია 1712 წლით, ჩამოთვლის რა თავის ნამოღვაწარს გარე-კახეთში, მათ შორის ადასტურებს სოფელ თვალზე ეკლესიის აშენებასაც: ~რადგან თვალზე ორი ზვარი და ორი მარანი დიდის გარჯით ნაშოვნი აშენებული დამიგდია... და ნადარბაზევზე საყდარი ამიშენებია წმინდის პეტრესი და პავლეს სახელზე, ხატითა, ჯვრითა, წიგნებითა და სამოსლებით გამიმაგრებია...~
ეკლესიის მშენებლობა დაწყებულა 1710 წელს და დამთავრებულა 1712 წელს. ეკლესიის მშენებლობისათვის ონოფრე მაჭუტაძეს ქვის მთლელები და მეჩუქურთმეები საბერძნეთიდან ჩამოუყვანია.
1712 წლით დათარიღებულ საბუთში , რომელიც წარმოადგენს შეწირულების გუჯარის წინამძღვარ ონოფრე მაჭუტაძისა დავით გარეჯისადმი ვკითხულობთ: “. . . . აღვაშენე თვალზე საყდარი პეტრე-პავლესი და შევამკე პატიოსნის ხატითა. ჯვარითა, სიწმინდი იარაღითა, შესამოსელითა და წიგნებითა. . . “1
პეტრე-პავლეს ეკლესიაში ყოველ წლიურად იმართებოდა ქრისტიანული დღესასწაული ~პეტრე-პავლობა~ (ძველი სტილით 29 ივნისს, ახალი სტილით 12 ივნისს).~პეტრე-პავლეს~ ეკლესია წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობებს. იგი თავისი არქიტექტურით წარმოდგენას გვაძლევს ხვჳჳ საუკუნის დასასრულისა და ხვჳჳჳ საუკუნის დასაწყისის სამშენებლო ეკლესიის არქიტექტურაზე. ეკლესიის მასალად გამოყენებულია ძირითადად რიყის ქვა ბათქაშით, მაგრამ დაბლა ბალავარის კარნიზი ნათალი ქვითაა მოპირკეთებული, საძირკველიდან 1,2 მეტრის დაშორებით. ასევე ფასადის კარნიზები, კედლების კუთხეები, კარებისა და სარკმელების ჩარჩოები ნათალი ქვითაა ამოყვანილი. თაღები აგურით და კირის ხსნარით არის ამოყვანილი. ეკლესიის გარეთა ფასადი უდრის დაახლოებით 200 კვ. მეტრს, შიგნითა ფართი _ 180 კვ. მეტრს.

ეკლესიის გარეთა ფასადი მეტად საინტერესოა.განსაკუთრებით აღსანიშნავია თავისი არქიტექტურით შენობის აღმოსავლეთ ფასადი სარკმლის მაღლა მოჩუქურთმებული ჯვარი და იქ გამოქანდაკებული ჯვარი სიმბოლოები. ჩუქურთმებში გამოჭრილი მცენარეული ორნამენტები, ვაზის ფოთლები, ყურძნის მტევნები, კისერზე ჯვარგადაგდებული ლომები, ურჩხული, მზე, მთვარე და მტრედი, რომელსაც ნისკარტში თევზი უჭირავს.
“ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია”

ქ. საგარეჯოს ზემოუბანში მდებარეობს პატარა ეკლესია, რომლის გვერდით განლაგებულია საფლავის ქვები. სწორედ ეს ქვები წარმოადგენს ქ. საგარეჯოს ერთ-ერთ უძველეს ისტორიულ ძეგლს, რომელიც განეკუთვნება ვჳჳ-ვჳჳჳ ს.ს. ეს ეკლესია მოწმეა იმ ტრაგიკული მოვლენების, რაც საგარეჯომ განიცადა წინა საუკუნეებში. ეს ეკლესია ხვჳჳ საუკუნეებში შაჰ-აბასის ველურმა ურდოებმა გაანადგურეს, მაგრამ იგი აღადგინეს ხვჳჳჳ საუკუნის დასაწყისში აზნაურმა ჯაბადრებმა, ამიტომ ამ ეკლესიას ჯაბადრების საგვარეულო ეკლესიას უწოდებენ.
ეკლესია ბაზილიკური ტიპის პატარა ზომისაა (16 კვ. მეტრი), კარები სამხრეთით აქვს დატანებული, ეკლესიას ორი სარკმელი აქვს დატანებული აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან. ეკლესია აშენებულია რიყის ქვით, აგურის გამოყენებით.ამ პატარა ეკლესიის გვერდით აშენებულია შედარებით ფართე მოცულობის ეკლესია, რომლის აშენება სავარაუდოა ხჳხ საუკუნის შუა წლებში. მას შემდეგ, რაც ჯაბადრების პატარა ეკლესია ვეღარ აკმაყოფილებდა საგარეჯოს ზემოუბნის მრევლს, საგარეჯოს მაშინდელ დიარბეგს სპირიდონ ჯაბადარს გადაუწყვეტია ახალი ეკლესიის აშენება. მას თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანისათვის მიუმართავს საქართველოს ეგზარქოსისათვის, რომლის დახმარებითაც შეუდგენიათ მშენებლობის პროექტი და საქმესაც მალე შესდგომიან. მშენებლობა ორ წელს გაგრძელდა და იგი უკურთხევიათ 1843 წელს. ეკლესიის ირგვლივ ამჟამად გაუქმებული სასაფლაოა. პატარა ეკლესიაში ორი მიცვალებულია დაკრძალული. ესენი არიან: ახალი ეკლესიის აღმშენებელი, გარე კახეთის დიამბეგი სპირიდონ იოანეს ძე ჯაბადარი (1810-1903) და მისი მეუღლე მინადორა სოლომონის ასული ჯაბადარი (1819-1897). როგორც საფლავის ეპიტაფიები გვაუწყებენ ცოლ-ქმარს საკმაოდ დიდხანს უცხოვრიათ. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ეკლესია სხვადასხვა დაწესებულებად გადაკეთდა. მისი დაბრუნება საპატრიარქომ მხოლოდ 1988 წელს მოახერხა.
თემა დაამუშავა თამარი გარეჯელის მოსწავლემ: ეთო სიბოშვილმა

No comments:
Post a Comment