Monday, November 25, 2013

ზღაპრის ვიდეო კოლაჟი

გაზეთ ახალი განათლების მე–10 ნომერში გამოქვეყნდა სტატია სსიპ ქალქ საგარეჯოს #3 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებაზე სათაურით : ,,მეგობრობას დიდი ძალა აქვს'' ავტორი: ლეილა არჩემაშვილი


ინტეგრირებული გაკვეთილი


ეს ჩემი საქართველოა


გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა


საბავშო თამაში ,, ანდაზები''

ფერთა სიმბოლიკა


ქართული ხალხური ზღაპრის ,, რწყილი და ჭიანჭველა'' ახლებური ვერსია. ღონისძიება ჩაატარეს საგარეჯოს #3 საჯარო სკოლის 5 კლასის მოსწავლეებმა. კლასის ხელმძღვანელი: ნანა ბეჟიტაშვილი


ღია გაკვეთილი გარეჯი


ისტ–ის გამოყენება დაწყებით კლასებში


მინდვრის ყვავილები


პლასტმასები და გარემო

Sunday, November 24, 2013

ფაილების სისტემა და მასთან დაკავშირებული მოქმედებები; ფაილები და საქაღალდეები










სსიპ საგარეჯოს#3 საჯარო სკოლა
პედაგოგი : ნანა ბეჟიტაშვილი
კლასი : 5

მოსწავლეთა რაოდენობა 20


   გაკვეთილი იწყება სიის ამოკითხვით და საშინაო დავალების გამოკითხვით.

წარმოგიდგენთ გაკვეთილს:

ფაილების სისტემა და მასთან დაკავშირებული მოქმედებები;
ფაილები და საქაღალდეები





გაკვეთილის მიზანია:
  •       გააცნობიეროს მოწობილობაში მონაცემთა შენახვის იერარქია.
  •       დააჯგუფოს ფაილები საქაღალდეებში ,ხოლოსაქაღალდეები ქვესაქაღალდეებად;
  •       გააზრებულად მოახდინოს სახელწიდებების მინიჭება;
  •       ლოგიკურად დაალაგოს საქაღალდეები მონაცემთა  ეფექტიანად ენახვისა და მოძებნისათვის;
  •       განასხვავოს ფაილის ტიპებს ;
  •       გააცნობიერებს ფაილის ზომებს.


შეფასება მოხდება წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მეშვეობით. რუბრიკის კომპონენტებია:
1.     საქღალდის შექმნა.
2.    საქაღალდეები და ფაილები.
3.    ფაილებისგადატანა და ორგანიზება.
4.    ფაილის ზომა.




სასწავლო მასალა:
ფურცლები, მარეკერები , 20 კომპიუტერი,   პროექტორი,   დაფა,   ფლიფჩარტი.


გაკვეთილი  დაიწყება სიის ამოკითხვით და საშინაო დავალების   შემოწმებით.


ახალ მასალაზე გადასვლამდე მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ:
ტექსტურ რედაქტორში მუშაობა, ტექსტის შენახვა,  (Save, Save as, Exsport)  და ინტერნეტიდან გრაფიკული და ტექსტური ფაილების მოძიება-გადმოწერა-შენახვა.

კლასს დავყოფ 3 ჯგუფად, ჯგუფებად დაყოფა ხდება შემთხვევითობის პრინციპით 1, 2 და 3 ჯგუფებად.


ამის შემდეგ მაგიდაზე ვალაგებ ფურცლებს, რომლებზეც ზოგზე წერია, ზოგ ფურცელზე ხატია და ზოგზეც მუსიკალური ნოტებია დახატული. პირველი ჯგუფის ერთი მონაწილეს ევალება განასხვავოს,  დაახარისხოს ფურცლის ტიპები და ჩაალაგოს ყუთებში.
მეორე ჯგუფის მონაწილეს ევალება განახორციელოს მონიტორინგი პირველი ჯგუფის მიერ შესრულებული დავალების.
მესამე ჯგუფისს მონაწილეს ევალბა ყუთებს დაარქვას შესაბამისი სახელი დააწეროს.



შესრულებული დავალების შემდეგ იართება დისკუსია, კეთდება ანალიზი.და ვაცნობ მოსწავლეებს ფაილის და საქაღალდის ცნებას, განვასხვავებთ ფაილსა და საქაღალდის ცნებს. ვარკვევ მოსწავლეებს ფაილის ტიპებში, ზომებში.



 პროექტორის საშუალებით ვახდენ  ყველაფრის დემონსტრირებას.


 მოსწავლეები პერსონალურად ასრულებენ ჩემს მიერ მიცემულ დავალებას.
დავალება 1.   კომპიუტერში წინასწარ ჩაწერილია სხვადასხვა ტიპის ფაილები.მოსწავლეებმა უნდა შექმნან საქაღალდეები, დაარქვანშესაბამისი სახელები და გადაიტანონ აღნიშნული ფაილები საქღალდეებში.
დავალება 2.   მოსწავლეებმა შექმნან ერთი ძირითადი საქაღალდე რომელსაც ერქმევა „5კლასი“ და დავალება 1-ში  შექმნილისაქაღალდეები მოათავსონ ამ საქაღალდეში.
დავალება 3, მოსწავლეემბა შექმნან ქვესაქაღალდე საქაღალდეში „5კლასი“ და დაარქვან „სკოლა“ , იპოვონ 70 ბაიტზე ნაკლები ზომის ფაილები და მოათავსონ საქაღალდეში „სკოლა“.


ვახდენ გაკვეთილის შეჯამებას, ვაკეთებ დასკვნებს და ვაფასებ მოსწავლეებს წინასწარ შემუშავებული შეფასების სისტემის მიხედვით.




,,ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება და როლი სასწავლო პროცესში “



სსიპ საგარეჯოს #3 საჯარო სკოლა


 პედაგოგი:    ნანა ბეჟიტაშვილი




კლასი 1

მოსწავლეთა ასაკი 5-6 წელი.

მოსწავლეთა რაოდენობა: 20



სასწავლო მასალა: 
CMPC-20 ცალი,    პროგრამები: Mythware  e–Learning (Classrom Manager), სმაილები შეფასებისათვის. 



წარმოგიდგენთ  გაკვეთილის :

,,ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება და როლი სასწავლო პროცესში “




გაკვეთილი  იწყება   მისალმების და სიის ამოკითხვით



   მოსწავლეებს მივეცი საშუალება უშუალოდ თვითონ დამსხდარიყვნენ კომპიუტერებთან და ,,გასაუბრებოდნენ" მას. ასევე მეჩვენებინა ის შესაძლებლობები, რომელიც გააჩნია კომპიუტერს სასწავლო პროცესში, მათი ასაკისა და უნარჩვევების გათვალისწინებით.


მოსწავლეებს  Mythware  e–Learning (Classrom Manager) გამოყენებით უზიარებს   ჩემი კომპიუტერის  ეკრანს სადაც მაქვს კომპიუტერის სურათი


v ისაუბრებ  თემაზე: ,,კომპიუტერი - ჩვენი მეგობარი?!



v გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას კომპიუტერისადმი.


v გაიგებენ სადაური სიტყვაა Computer და ქართულად რას ნიშნავს.






ვესაუბრები კომპიუტერის მნიშვნელობაზე და როლზე დღევანდელ ცხოვრებაში.
სად გამოიყენება კომპიუტერი , რისთვის და რაში გვეხმარება.
როგორ უნდა დავჯდეთ კომპიუტერთან ,როგორ უნდა განვალაგოთ თითები, ხელები, ფეხები კომპიუტერთან მუშაობისას რათა ცუდად არ იმოქმედოს ჩვენს ჯანმრთელობაზე.

ვისაუბრებ კომპიუტერის დადებით და უარყოფით თვისებებზე.

გააცნობ ბავშვებს გაკვეთილის თემას და თხოვ გაიხსენონ, რა იციან კომპიუტერის შესახებ. მოსწავლეთა პასუხების მიხედვით მასწავლებელი სებ ..ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე““ სქემის პირველ სვეტს. ..რა ვიცი

შემდეგ ვრთავ კომპიუტერს და ვუხსნი თუ როგორ უნდა ჩართან და გამორთან კომპიუტერი.



პროექტორის საშუალებით ვაჩვენებ კომპიუტერების სურათებს და განვიხილავ თუ რას წარმოადგენს თვითოეული ნაწილი რისგანაც კომპიუტერი შედგება.

მონიტორი:



  კლავიატურა:


მაუსი:


პროცესორი:


შედეგი:
  • რა როლი აქვს იტს სასწავლო პროცესში.
  • რატომ შეიქმნა კომპიუტერი  რა როლი აქვს დღევანდელ ცხოვრებაში
  • ჩაებმებიან დისკუსიაში : ,,  უკეთესია თუ არა კომპიუტერტით მუშაობა და რაში გვეხმარება იგი ?“.


  • მოსწავლე გამოიყენებს შეტანის და გამოტანის მოწყობილობებს (კლავიატურა, მაუსი, მონიტორი);
  • შექმნის მისი ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაბამის   პროდუქტს.



ვახდენ გაკვეთილის შეჯამებას და ვაფასებ მოსწავლეებს წინასწარ შემუშავებული შეფასების სისტემის მეშვეობით.





შეფასების სისტემა:



შეფასება ხდება წინასწარ შერჩეული შეფასების სიტემით სმაილებით და ნახატებით.