Sunday, November 24, 2013

ფაილების სისტემა და მასთან დაკავშირებული მოქმედებები; ფაილები და საქაღალდეები










სსიპ საგარეჯოს#3 საჯარო სკოლა
პედაგოგი : ნანა ბეჟიტაშვილი
კლასი : 5

მოსწავლეთა რაოდენობა 20


   გაკვეთილი იწყება სიის ამოკითხვით და საშინაო დავალების გამოკითხვით.

წარმოგიდგენთ გაკვეთილს:

ფაილების სისტემა და მასთან დაკავშირებული მოქმედებები;
ფაილები და საქაღალდეები





გაკვეთილის მიზანია:
  •       გააცნობიეროს მოწობილობაში მონაცემთა შენახვის იერარქია.
  •       დააჯგუფოს ფაილები საქაღალდეებში ,ხოლოსაქაღალდეები ქვესაქაღალდეებად;
  •       გააზრებულად მოახდინოს სახელწიდებების მინიჭება;
  •       ლოგიკურად დაალაგოს საქაღალდეები მონაცემთა  ეფექტიანად ენახვისა და მოძებნისათვის;
  •       განასხვავოს ფაილის ტიპებს ;
  •       გააცნობიერებს ფაილის ზომებს.


შეფასება მოხდება წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მეშვეობით. რუბრიკის კომპონენტებია:
1.     საქღალდის შექმნა.
2.    საქაღალდეები და ფაილები.
3.    ფაილებისგადატანა და ორგანიზება.
4.    ფაილის ზომა.




სასწავლო მასალა:
ფურცლები, მარეკერები , 20 კომპიუტერი,   პროექტორი,   დაფა,   ფლიფჩარტი.


გაკვეთილი  დაიწყება სიის ამოკითხვით და საშინაო დავალების   შემოწმებით.


ახალ მასალაზე გადასვლამდე მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ:
ტექსტურ რედაქტორში მუშაობა, ტექსტის შენახვა,  (Save, Save as, Exsport)  და ინტერნეტიდან გრაფიკული და ტექსტური ფაილების მოძიება-გადმოწერა-შენახვა.

კლასს დავყოფ 3 ჯგუფად, ჯგუფებად დაყოფა ხდება შემთხვევითობის პრინციპით 1, 2 და 3 ჯგუფებად.


ამის შემდეგ მაგიდაზე ვალაგებ ფურცლებს, რომლებზეც ზოგზე წერია, ზოგ ფურცელზე ხატია და ზოგზეც მუსიკალური ნოტებია დახატული. პირველი ჯგუფის ერთი მონაწილეს ევალება განასხვავოს,  დაახარისხოს ფურცლის ტიპები და ჩაალაგოს ყუთებში.
მეორე ჯგუფის მონაწილეს ევალება განახორციელოს მონიტორინგი პირველი ჯგუფის მიერ შესრულებული დავალების.
მესამე ჯგუფისს მონაწილეს ევალბა ყუთებს დაარქვას შესაბამისი სახელი დააწეროს.



შესრულებული დავალების შემდეგ იართება დისკუსია, კეთდება ანალიზი.და ვაცნობ მოსწავლეებს ფაილის და საქაღალდის ცნებას, განვასხვავებთ ფაილსა და საქაღალდის ცნებს. ვარკვევ მოსწავლეებს ფაილის ტიპებში, ზომებში.



 პროექტორის საშუალებით ვახდენ  ყველაფრის დემონსტრირებას.


 მოსწავლეები პერსონალურად ასრულებენ ჩემს მიერ მიცემულ დავალებას.
დავალება 1.   კომპიუტერში წინასწარ ჩაწერილია სხვადასხვა ტიპის ფაილები.მოსწავლეებმა უნდა შექმნან საქაღალდეები, დაარქვანშესაბამისი სახელები და გადაიტანონ აღნიშნული ფაილები საქღალდეებში.
დავალება 2.   მოსწავლეებმა შექმნან ერთი ძირითადი საქაღალდე რომელსაც ერქმევა „5კლასი“ და დავალება 1-ში  შექმნილისაქაღალდეები მოათავსონ ამ საქაღალდეში.
დავალება 3, მოსწავლეემბა შექმნან ქვესაქაღალდე საქაღალდეში „5კლასი“ და დაარქვან „სკოლა“ , იპოვონ 70 ბაიტზე ნაკლები ზომის ფაილები და მოათავსონ საქაღალდეში „სკოლა“.


ვახდენ გაკვეთილის შეჯამებას, ვაკეთებ დასკვნებს და ვაფასებ მოსწავლეებს წინასწარ შემუშავებული შეფასების სისტემის მიხედვით.




No comments:

Post a Comment